იარაღის მუშაობის პრონციპი

რამდენმა იცის სწორი პასუხი კითხვაზე: "რა ხდება სასხლეტი კავის გამოკვრის დროს?"

პასუხების უმრავლესობა შემდეგნაირია: ვარდება ტყვია, გამოვარდება ვაზნა და ა.შ. მაგრამ სინამდვილეში სასხლეტის დასხლეტვის შედეგად:

დამრტყმელი მექანიზმი ურტყამს ნემსას, ნემსა ხვდება კაფსულს და აფეთქებს მას. 
კაფსულის აფეთქების შედეგად წარმოიქმნება ნაპერწკალი, რაც იწვევს დენთის მუხტის აალებას. 
დენთის მუხტის აალებით წარმოიქმნება ჭარბი რაოდენობის აირი, რაც ქმნის მაღალ წნევას.
წნევა აიძულებს ტყვიას დაიწყოს მოძრაობა და დატოვოს ლულის არხი. აირის ჭარბი რაოდენობა მიჰყვება ტყვიას, ნაწილი კი გადადის გაზის მილაკში, აწვება საკეტის ჯგუფს და მოჰყავს უკანა მდგომარეობაში.
საკეტი ლულის არხიდან იღებს მასრას და ამრეკლი სარკმლიდან აგდებს გარეთ.
საკეტის ჯგუფის უკანა მდგომარეობაში გადასასვლისას იკუმშება ბუფერის ზამბარა, ხოლო აირების გაფანტვის შემდეგ იგი კვლავ იწყებს გაშლას, აწვეება საკეტის ჯგუფს და გადაჰყავს საწყის მდგომარეობაში, რა დროსაც საკეტი იღებს ვაზნას სავაზნე კოლოფიდან და შეაქვს ლულის არხში.
ეს პროცესი მეორდება მანამ, სანამ არ ავუშვებთ თითს სასხლეტ კავს, ან სავაზნე კოლოფში არ გამოილევა ვაზნები.

მუშაობის ასეთი პრინციპი დამახასიათებელია ცეცხლსასროლი იარაღებისთვის, როგორიცაა ავტომატური შაშხანები, ტყვიამფრქვევები, სნაიპერული შაშხანები, პისტოლეტები და მსგავსი იარაღები.
რაც შეეხება ყუმბარმტყორცნებს, ეს სხვა თემაა და მათთვის ცალკე გვერდს გამოვყოფთ.

თვალსაჩინოებისთვისა და ადვილად აღქმისთვის გაჩვენებთ რამდენიმე ვიდეოს, სხვადასხვა იარაღის მუშაობის პრინციპის შესახებ. შეამჩნევთ, რომ მათი სხვადასხვაობის მიუხედავად, ისინი თითქმის ერთნაირად მუშაობენ.


No comments:

Post a Comment