უსაფრთხოების წესები

 არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ. სამართალდამცავი, სამხედერო პირი, სპორტსმენი, მონადირე, თუ უბრალოდ ცეცხლსასროლი იარაღის მოყვარული. იარაღი ნებისმეირს ერთნაირად ავნებს, მიუხედავად იმისა, თუ როგორია ჩვენი ნება.

რკინა ცვეთადია. ადრე თუ გვიან, ყველაფერი ფუჭდება და არავინ არ იცის ეს როდის მოხდება. ჩვენ კი ამისთვის ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ და უნდა გვახსოვდეს ყველა ის უსაფრთხოების წესი, რომლის ცოდნა სავალდებულოა ცეცხლსასროლ იარაღთან მოპყრობის დროს.


1. მოეპყარი იარაღს ისე, როგორც დატენილს.
უნდა გაიაზრო, რომ იარაღი ყოველთვის დატენილია. "განმუხტული იარაღი უფრო ხშირად ისვრის".

2. არ გადასცე იარაღი არავის, მდგომარეობის მოხსენების გარეშე.
მდგომარეობის მოხსენებაში შედის ადამიანისთვის შემდეგი ინფორმაციის მიწოდება: არის თუ არა იარაღი დატენილი, არის თუ არა ერთი ვაზნა მაინც სავაზნე კოლოფში და დაყენებულია თუ არა იარაღი მცველზე.

3. არ დაუმიზნო იარაღი არავის და არაფერს, თუ ამას დავალება არ მოითხოვს.

4. არ გაიარო ლულის წინ.

5. არ ეთამაშო სასხლეტ კავს.
სასხლეტ კავს მხოლოდ სროლის დროს უნდა შეეხო და სხვა შემთხვევაში არასდროს.

6. გახსენი მცველი სროლის წინ და დაკეტე სროლის დამთავრებისთანავე.

7. არ ენდო იარაღის მცველს.
მიუხედავად იმისა, რომ მისი გამოყენება სავალდებულოა თავის დაზღვევის მიზნით.

8. არ გამოიყენო იარაღი და საბრძოლო მასალები სუვენირად ან რაიმე ხელსაწყოდ.

9. არ დატოვო საბრძოლო მასალები მეთვალყურეობის გარეშე.

10. ატარე ყურის დამცავი საშუალება.

11.შეფერხების აღმოფხვრამდე დაიცავი დრო განსაკუთრებით ცხელ ლულასთან.


ჩამოთვლილი წესები ეხება ნებისმიერ ცეცხლსასროლ იარაღს,
მაგრამ არსებობენ დამატებითი წესები კონკრეტულ იარაღთან მიმართებაში.
მაგალითად:

M4 :
გამოიყენეთ მხოლოდ ქარხნული ვაზნები.

RPG-7 :
წოლითი მდგომარეობიდან სროლისას, სხეული უნდა იყოს 450-ით მიმართული RPG-7-ის მიმართ. 
ლულიდან 20 სმ-ზე ახლოს არ უნდა იყოს რაიმე წინაღობა.
საქშენის უკან 30 მეტრის მანძილზე 450-იან სექტორში არ უნდა იყვნენ პიროვნებები ან/და აალებადი საბრძოლო ნივთიერებები.
თუ ვისვრით შენობიდან, 5 მეტრზე ახლოს არ უნდა იყოს კედელი.
ყოველი გასროლის წინ, ჯარისკაცმა უნდა გაიხედოს უკან და გასძახოს: "უსაფრთხოების სექტორი თავისუფალია, ყურადღება, ვისვრი!"





No comments:

Post a Comment